Saturday, April 2, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"დედაენის დღე"
დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება,  მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები.შევუფასეთ ერთმანეთს ნაშრომები და მივეცით რჩევები.
ამ ტრენინგით გავეცანით ინტელპროექტებით სწავლებას, თუ რამდენად ხელისშემწყობი და მრავალმხრივ მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში პროექტების გამოყენება.როგორ უვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად აზროვნებას და მუშაობას.
მადლობა უსაყვარლეს ტრენერს- ნინოს საინტერესო ტრენინგებისათვის.


Sunday, March 27, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანით შემდეგ საკითხებს:ფასილიტაციისათვის შევქმენით ელექტრონული სავარჯიშო.
შევქმენით მოსწავლის მხარდაჭერისთვის ელექტრონული სავარჯიშო, რათა მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა.
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.
რესურსების ჩანართში გავეცანით მოსწავლის მხარდაჭერის ნიმუშებს, შემდეგ ადაპტირება გავუკეთეთ ჩვენი პროექტისათვის.შევიტანე ცვლილებები პროეტის გეგმაში.

Friday, March 25, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღევანდელი მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით კერძოდ,.შევქმენით შეფასების რუბრიკა და ჩეკლისტი.ჩეკლისტი დაგვეხმარება ზუსტი ნაბიჯები განახორციელონ მოსწავლეებმა შესასრულებელ სამუშაოში, ხოლო შეფასების რუბრიკა დაეხმარება მათ შეაფასონ მუშაობის მთლიანი პროცესი.
ასევე შევუფასე კოლეგას პროექტის რუბრიკის გამოყენებით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-კერძოდ, სლაიდ-შოუ.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა



Sunday, March 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს პროექტისათვის.კერძოდ, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით შევქმენი ელექტრონული სავარჯიშოები,რომელიც დააფიქრებს საკანძო საკითხებზე და შეფასების ჩეკლისტზე.

Saturday, March 19, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ტრენერის ბლოგი გადმოვიტანე ჩემს ბლოგზე, რათა გამოგვექვეყნებინა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,შემდეგ გავაზიარეთ პრეზენტაციები, მიმართულების მიმცემი კითხვები შევუფასეთ რუბრიკის საშუალებით და გამოვუქვეყნე კოლეგას.ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა,როგორ ვიპოვოთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო ზუსტი ინფორმაცია, როგორ დავიმახსოვროთ საჭირო საიტები.

Sunday, March 13, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შსეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია.
სლაიდშოუს შექმნა  პრეზენტაციისათვის

Saturday, March 12, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა ჩემი პროექტისათვის გამეწერა საჭირო მიზნები სტანდარტების მიხედვით. საკვანძო კითხვები დამეხმარა საკვანძო ცნებებზე ყურადღების გამახვილებაში.